Thursday, April 8, 2010

პროექტი - ”ჩემი სახელი მსოფლიოში”

პროექტი  IV კლასელთათვის

საგანი:   ქართული  ენა  და  ლიტერატურა


თავდაპირველად  ჩამოვთვლი  და  დაფაზე  დავწერ (მეტი თვალსაჩინოებისათვის) თემებს:_  ხაჭაპური”,  ჩემი სახელი მსოფლიოში  და  ტიტები და ნარცისები”. შემდეგ   ვარჩევთ  ერთ-ერთ  მათგანს - ”ჩემი სახელი მსოფლიოში”.

ყოველივე  ამის  შემდეგ  ბავშვებს   დავაწერინებ  თავიანთ  სახელებს  და  მის გვერდით  ასოსა და მათი  ხასიათის შესაბამის  ზედსართავ სახელებს, რადგან  მოდუნდნენ  და  არ ქონდეთ იმის  ფიქრი, რომ ეს  არის  მორიგი, ჩვეულებრივი  დავალება. მე  კი  ამით  გავიგებ  იციან თუ არა  ზედსართავი  სახელები  და  რამდენად  მდიდარია  მათი  ლექსიკონი. ამის  შემდეგ  ჩამოვწერთ  კითხვებს, რომლებიც  მათ დაეხმარებათ  დავალების  სრულყოფილად  შესრულებაში. შემდეგ  განისაზღვრება  დავალების  დასრულების  მაქსიმალური  ვადა, მაგრამ  იმასაც  აუცილებლად  ავღნიშნავთ, რომ  ვადაზე ადრე  დავალების შესრულება  არ  არის  აუცილებელი, რადგან  სისწრაფეში  არ  იწერება  ნიშანი.  მივუთითებ ლიტერატურას, რამდენიმე ინტერნეტ  საიტს, სადაც შეეძლებათ ინფორმაციის  მოძიება.ვეტყვი იმასაც, რომ უფლება  აქვთ  თავიანთი ოჯახის წევრებისაგან მიიღონ ინფორმაცია (გაიწაფებიან ინტერვიუს აღების ტექნიკაში). ბოლოს  კი  ვუსურვებ  წარმატებებს.

ჩემი  სახელი  მსოფლიოში არის  პროექტი, რომელიც  ავითარებს  ბავშვის  ფანტაზიას, აზროვნებისა  და  კომუნიკაციის  უნარს.

პროექტის  ჩემი  სახელი  მსოფლიში  ფარგლებში  ბავშვებმა  უნდა მოიძიონ, გამოიკვლიონ, პასუხები  გასცენ  რამდენიმე  კითხვას  და  გაცვალონ  ინფორმაცია  თავიანთი სახელის შესახებ. გააკეთონ  სხვადასხვა  სახის  პლაკატები, აბრები, დახატონ  ნახატები.

მოცემული  პროექტის  მეშვეობით  მოსწავლეს  განუვითარდება  სხვადასხვა  ინფორმაციის, ტექსტის  მოძიებისა  და  გაანალიზების  უნარი. ისწავლის  მცირე  ზომის  ტექსტის  შეთხზვას  და  მასთან  დაკავშირებით  საკუთრი  აზრისა  და  პოზიციის  გამოხატვას. ასევე  დაეუფლება  პრეზენტაციის  ტექნიკასაც, რადგან  მას  მოუწევს  საკუთრი   თავისა  და  სახელის  წარდგენა  მთელი  კლასის  წინაშე.

შეფასება  იქნება  შემდეგნაირი: A(საუკეთესო),  B(კარგი),  C(საშუალო),  D( დაბალი).

მოსავლე, რომელსაც  ექნება  ძალიან  კარგი  თემა, მასში  საკუთრი  აზრიც  ექნება  გამოთქმული  და  პრეზენთაციასაც  კარგად  გააკეთებს, მიიღებს  A-. მოსწავლე, რომელსაც თემა  ექნება  კარგი, თავისი  აზრი ექნება  დაფიქსირებული  საკუთარ  სახელთან  დაკავშირებით, მაგრამ  პრეზენტაციას  ვერ  გააკეთებს  მიიღებს B-. მოსწავლეს, რომელსაც კარგი  თემა  ექნება, მაგრამ მასში თვისი აზრი  არ ექნება  დაფიქსირებული მიიღებს C-. მოსწავლე, რომელსაც  მხოლოდ  თავის  თავზე  ექნება თემა  დაწერილი   და   სახელის  ისტორია   არ  ექნება  მოთხრობილი  მიიღებს D-.



No comments:

Post a Comment